ინგლისში საყოველთაო კარანტინი დაწესდა, რომელიც ძალაში, მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში დარჩება. შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მაღაზიების უმეტესობას უფლება ექნება მომხმარებელს მიტანის სერვისი შესთავაზოს.
მარტში შემოღებული პირველი საყოველთაო კარანტინისგან განსხვავებით, ინგლისში სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები ღია რჩება.
ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 25 177 შემთხვევა გამოვლინდა და 492 ადამიანი გარდაიცვალა.