დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის საგრაფოში საფეხბურთო კლუბ Forest Green Rovers-ისთვის მთლიანად ხისგან დამზადებული სტადიონი აშენდება. სტადიონი Ecopark-ი 5 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი და ენერგიის განახლებად წყაროებზე იმუშავებს. Forest Green Rovers-ი გარემოს დაცვაზე ყველაზე მზრუნველ საფეხბურთო კლუბად ითვლება. ბუნებაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით მისი ფეხბურთელები ვეგეტარიანულ დიეტას იცავენ.ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ მეორე ცდაზე გასცა, მას შემდეგ, რაც არქიტექტორებმა დაგეგმარების კომიტეტის შენიშვნები გაითვალისწინეს და სტადიონის დიზაინი შეცვალეს.სტადიონის საფარს რეცირკულირებადი წვიმის წყლით რწყავენ, პროჟექტორები კი მზის ელემენტებზე მუშაობს.