ინგლისში, ბრისტოლში, შენობის კედელზე იდუმალი გრაფიტისტის მორიგი ნამუშევარი გამოჩნდა.ტოტერდაუნის უბნის ერთ-ერთი სახლის კედელზე შესრულებული ნახატი წარმოგვიდგენს ქალს, რომელსაც თავსაფარი აქვს შემოხვეული და აცემინებს, მისი კბილის პროთეზი კი ჰაერშია გამოსროლილი. ამ სახლში ცხოვრები მაკინების ოჯახი სახლს 340 000 დოლარად ყიდდა, სანამ Banksy-მ შენობის კედელზე გრაფიტი არ დახატა და სახლის ღირებულება ერთ დღეში 5 მილიონ დოლარამდე არ გაიზარდა.