კორონავირუსის გამო, 6 ერში ირლანდიასა და იტალიას შორის გასამართი მატჩი გადაიდო, ხოლო ინგლისმა უელსთან ითამაშა და მეტოქეს 33:30 მოუგო. დაძაბულ და უხვქულიან მატჩში გამარჯვების შემდეგ, ინგლისელები სამმაგ გვირგვინს 6 ერის ერაში მეხუთედ დაეუფლნენ.
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ინგლისი 17 ქულას იგებდა. მსაჯმა 74-ე წუთზე მოედნიდან მანუ ტუილაგი გააძევა, რის შემდეგაც უელსელებმა ორი ლელო დადეს და ორივე გარდასახეს, რითიც ბონუსქულა მოიპოვეს, თუმცა მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.ინგლისს 13 ქულა დაუგროვდა და საფრანგეთს გაუთანაბრდა. ფრანგები კვირას შოტლანდიის ნაკრებს ესტუმრებიან და გამარჯვების შემთხვევაში 6 ერის ნანატრ ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდება.
მოქმედი ჩემპიონი, უელსის მორაგბეთა ნაკრები 7 ქულით მე-4 ადგილზეა.