ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "მანჩესტერი" 3:1 დაამარცხა. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 29 იანვარს "ეტიჰადზე" გაიმართება. პირველი ტაიმი საოცარი გამოვიდა, პეპ გუარდიოლას შეგირდებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ფაქტობრივად მატჩში გამარჯვებული გადაწყვიტეს. ჯერ ულამაზესი დარტყმულით თავი ბერნარდო სილვამ გამოიჩინა, რომელსაც მალევე რიად მაჰრეზმა ერთი გოლი დაუმატა. ალჟირელმა შემტევმა ბერნარდო სილვას ბრწყინვალე გადაცემა გამოიყენა, მეკარეს გაცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
ტაიმის უკანასკნელი გოლი კი პერეირას ანგარიშზეა, რომელსაც მეკარისგან ასხლეტილი ბურთი მოხვდა და საკუტარ კარში შეაგდო. შეხვედრაში წერტილი მარკუს რაშფორდმა 70-ე წუთზე დასვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ოლდ ტრაფორდზე პრესტიჟის გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ფინალში გასვლის შანსი დაუტოვა.