ინგლისის ერთ-ერთ ფერმაში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მასში დასაქმებულ 72 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან უმეტესობა უცხოელია. ფერმა უესტ-მიდლენდსის რეგიონში მდებარეობს.
ფერმა კორონავირუსის გავრცელებისთანავე დაიკეტა, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, სეზონური მუშახელის სამუშაო, საცხოვრებელი პირობებისა და უსაფრთხოების თაობაზე კითხვები გაჩნდა.
მრავალი წელია ხილისა და ბოსტნეულის კრეფის სეზონზე დიდ ბრიტანეთში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სეზონური მუშახელი ჩადის. წელს კი პანდემიის გამო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ბრიტანეთის ხელისუფლება შეეცადა ადგილობრივი მაცხოვრებლები წაეხალისებინა ფერმებში მუშაობისკენ.