"ინგლისის ბანკმა" მიიღო გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილოს ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თხოვნა, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს მათი კუთვნილი ოქროს ზოდები, რომელთა ჯამური ღირებულება მილიარდ 200 მილიონი დოლარია. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამერიკის ოფიციალურმა პირებმა დიდ ბრიტანეთს მიმართეს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ შტატებს „ვენესუელას რეჟიმის უცხოურ აქტივებზე წვდომაში“.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ გასული წლის 7 ნოემბერს „თაიმი“ წერდა, რომ „ინგლისის ბანკი“ უარს აცხადებდა ვენესუელასთვის ნახევარი მილიარდის ოდენობის ოქროს ზოდების დაბრუნებაზე. მაშინ მიზეზად ფულის გათეთრებასთან ბრძოლა სახელდებოდა.