ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი..." - Palitra News

ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი..."

2019-12-27 12:07:20+04:00

ტელეკომპანიების „კავკასია“ და „ტვ პირველი“ დირექტორები ნინო ჯანგირაშვილი და ინგა გრიგოლია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან.

ტელეკომპანიების დირექტორები ფინანსთა მინისტრთან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ. შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.