ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოების აღდგენას პირვანდელი სახით.