ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო - Palitra News

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

2019-03-23 12:33:58+04:00

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები.