ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ინვესტორს ვალდებულია აქციების გასხვისება შეათანხმოს მთავრობასთან, რასაც "კონტის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია - Palitra News

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ინვესტორს ვალდებულია აქციების გასხვისება შეათანხმოს მთავრობასთან, რასაც "კონტის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია

2019-08-15 16:06:34+04:00

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ჯგუფ კონტის გასვლის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომენტარი გაკეთდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საინვესტიციო შეთანხმება ინვესტორს ავალდებულებს აქციების გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც "კონტის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია. უწყება საკითხის კომპანიის გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კონტის გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყვეს და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდება.