აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მინისტრის თქმით, მიდგომა შეცვლილია და სამომავლოდ უწყებაში სახელფასო დანამატები, კონკრეტული შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე გაიცემა.