ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. კობა გვენეტაძის თქმით, ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, აისახა მოლოდინებზე. ამასთან, გაჩნდა მოლოდინი, რომ საექსპორტო სერვისების შემოსავლები ნაკლები იქნება. გვენეტაძის თქმით, სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. რაც შეეხება მოლოდინებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, რა გავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე შექმნილი ვითარება, თუმცა იმედოვნებს, რომ წნეხი დიდი არ იქნება.