04:06
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ინფორმაცია მოსწავლეებისთვის: სკოლის გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს
22-01-2018

სკოლის გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. აღნიშნულის შესაძლებლობა მიხეილ ჩხენკელმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს.

„ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ „გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო“. სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება? - ჩხენკელი ასე პასუხობს: „გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ... გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

AutoPlay
2 პუნქტი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ერთ-ერთს პირდაპირ აღვიქვამთ, როგორც ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულას - ირმა ინაშვილი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
112-ს 140-150 ოპერატორი დაემატება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პოლიციამ თბილისში კოვიდინფიცირებული ორი პირი, ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები დააჯარიმა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ტოვებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე "გირჩს"?
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები