forbes-ის ცნობით, ამსტერდამის მთავრობა ქალაქში ტურისტების შემცირებას გეგმავს. ამის გამო კი ვიზიტორებისთვის გარკვეულ რეგულაციებს დააწესებს. კერძოდ, მთავრობას სურს აკრძალოს - ლუდის ველოსიპედები, ალკოტურები, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში აიკრძალება ბინების მოკლევადიანი გაქირავება. ასევე აიკრძალება ცენტრალურ პორტში საკრუიზო გემების შესვლა და ქალაქში "სეგვეით" სეირნობა.
გარდა ამისა, იგეგმება ტურისტული გადასახადის 7-%-მდე გაზრდა. ეს კი ქალაქის ბიუჯეტს 2022 წლისთვის დამატებით 105 მილიონ ევროს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაციები ვენეციასა და ბარსელონაშიც დაწესდა.