ინფორმაცია მათთვის, ვისაც ნაყინი უყვარს და ზაფხულში ხშირად მიირთმევს: გამოვლინდა თუ არა დარღვევა 15 ნიმუშის შემოწმენის შემდეგ? - Palitra News

ინფორმაცია მათთვის, ვისაც ნაყინი უყვარს და ზაფხულში ხშირად მიირთმევს: გამოვლინდა თუ არა დარღვევა 15 ნიმუშის შემოწმენის შემდეგ?

2019-05-22 12:13:19+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია. მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.