საქართველოში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შეძენის მსურველებმა, შესაძლოა, განბაჟებისას 60%-იანი შეღავათით ვეღარ ისარგებლონ. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვალში დაიწყებს. კანონპროექტის თანახმად, განბაჟებას დაექვემდებარება მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილებიც, რომლებიც დღეისათვის აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან. მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დაწესებული შეღავათების 60-დან 20%-მდე შემცირებას მიესალმება კავკასუს ავტო იმპორტის გენერალური დირექტორი. გიორგი სურგულაძის განცხადებით, ცვლილება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის კლებას გამოწვევს.კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს არასამთავრობრობო ორგანიზაცია ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებელს. ვასო ურუშაძის განმარტებით, გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შემოსვლის შემცირება.საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი 2017 წლის პირველი იანვრიდან გასამმაგდა. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კი 60%-იანი შეღავათი დაწესდა. მას შემდეგ ქვეყანის ავტოპარკში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების რაოდნობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წელსა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში 26 463 მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული, ხოლო 4 277 მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა. ამავე პერიოდში იმპორტირებულია 386 მარცხენასაჭიანი და 799 მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი.