14:45
25 იანვარი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ინფორმაცია მათთვის, ვინც ზღვაზე წასვლას აპირებს - საშიშია თუ არა შავ ზღვაში ბანაობა და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს?
20-07-2017

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინფექციის გამო, რითაც დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ წარმოადგენს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორბილვირუსულის ინფექციის გამო, რითაც სავარაუდოდ, დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განუცხადა, აღნიშნული ვირუსი ადამიანზე არ გადადის.

„ეს ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა და ამ ვირუსით უშუალოდ წყალი არ ბინძურდება. დელფინები არიან ვირუსით დაავადებული, თუმცა ძუძუმწოვრიდან ადამიანზე ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, კონკრეტულად დელფინებთან დაკავშირებული ვირუსის ნაწილში შავი ზღვა სრულიად უსაფრთხოა“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

რაც შეეხება იმას, რომ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მკვდარ დელფინს არ შეეხონ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ეს რეკომენდაცია მხოლოდ იმის გამო გაიცა, რომ ძუძუმწოვრები შესაძლოა სხვა ვირუსებითაც იყვნენ დაავადებული.

„თუ ძუძუმწოვარი მორბილვირუსულის ინფექციით ავადდება, მას უქვეითდება იმუნიტეტი და შესაბამისად, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის ვირუსსაც ატარებდეს. ამიტომ ვუთხარით ადამიანებს, რომ არ შეეხონ მკვდარ ძუძუმწოვრებს, რადგან რაღაც სხვა ტიპის ვირუსის გადადება არ მოხდეს, რისი თეორიული შანსიც არსებობს“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153

AutoPlay
კონგრესმენი ბრაიან ბაბინი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
გამოქვეყნდა 1 წუთის წინ
"ახალი სკოლის მოდელი" განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ამერიკელი კონგრესმენების მორიგ კრიტიკულ წერილებს ოპოზიცია აფასებს
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ქუთაიში "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა რეგიონული ოფისი გახსნეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სალომე სამადაშვილი ხელუსუფლებას მოუწოდებს, დღის ბოლომდე აშშ-ს სენატიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვოს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები