უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სწავლობენ, სწავლის დამთავდებიდან ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნებათ.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, ბრიტანეთში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს სწავლის დამთავრებიდან ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დარჩენის და სამსახურის შოვნის საშუალებას აძლევს.
ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება სტუდენტებს თავიანთი "პოტენციალის რეალიზებისა" და ბრიტანეთში კარიერის დაწყების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით იცვლება კანონი, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს, ტერეზა მეის შინაგან საქმეათა მინისტრობის პერიოდში მიიღეს და რომლის თანახმადაც, უცხოელ სტუდენტებს ბრიტანეთში დარჩენის უფლება სწავლის დამთავრებიდან მხოლოდ 4 თვის განმავლობაში აქვთ. სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს დიდი ბრიტანეთში დაახლოებით 450,000 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.