არსებობს ფეხსაცმელი, რომელიც მხოლოდ დროდადრო უნდა ვატაროთ. ბრტყელტერფიანობისა და ტერფის დეფორმაციისკენ მიდრეკილება ფეხების დაავადების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. სტატისტიკის მიხედვით, ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებსა და მამაკაცებში ტერფის დეფორმაციის რაოდენობა დაახლოებით თანაბარია - ტეხასია. აქ ორივე სქესის წარმომადგენლები ატარებს კოვბოურ ჩექმას. სამაგიეროდ, პოლინეზიაში ტერფის მძიმე დეფორმაციები ძალიან იშვიათია, რისი მიზეზიც ისაა, რომ მთელი მოსახლეობა ფეხშიშველი ან მოხერხებულ სანდლებში დადის.ექიმების აზრით, ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 2-4 სმ-ია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სისტემატურად ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარებას უწყობს ხელს.ბოტასი - ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი სახეობაა. მასშისპეციალური ამორტიზაციური კონსტრუქციაა.ზოგადად, ფეხსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამინდს, ტერფის ფორმასა და ვითარებას. ის უნდა იყოს თავისუფალი, კარგად ვენტილირებული, არ იწვევდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და ფეხის თითების მდებარეობის ცვლილება.