ისრაელის იმიგრაციის სამსახური და საელჩო, ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,საქართველოში „ღირსეულად და ნებაყოფლობით” დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს.