აბიტურიენტებისვის აქტიური საგამოცდო პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის დაწყების საკითხს გამოეხმაურა. რეგისტრაცია 31 მარტის 18 საატამდე გაგრძელდება. შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია, მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება.