ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 10 პაციენტი იმყოფება. 12 პაციენტი გადაყვანილია აბასთუმნის საკარანტინოს სივრცეში.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტთან განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება.