თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვა გააპროტესტეს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, ჯებირები შეუძლებელს ხდის პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებს.
მედპერსონალის თქმით ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია "ავერსი ფარმამ" შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.