ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ დაფიქსირებულა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო სიმპტომი აღენიშნებოდა. მისი თქმით, უშუალოდ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ან მგზავრები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ იქამდე ჩინეთში იმყოფებოდნენ, აეროპორტებში მოწმდებიან, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმართვის ვალდებულება კი მხოლოდ იმ მგზავრებს აქვთ, რომლებსაც შემოწმების შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. სიცხისა ან ვირუსის დამახასიათებელი სხვა ნიშნების შემთხვევები საქართველოს აეროპორტებში არ გამოვლენილა.