ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კომიკურია, როცა მსგავს განცხადებას აკეთებს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს და მის სანდოობას, ცერცვაძის შეფასებით, საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის უმაღლესი სანდოობა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უკლებლივ ყველა სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ.
თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანისგან არაკორექტული შეფასებების გამო ბოდიშის მოხდას ელოდება.