ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი რჩება. ყველა პაციენტის, მათ შორის სამივე ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე ცნობილია, იმ 8 პაციენტის ტესტის პასუხებიც რომელთაც ანალიზები გუშინ გაუკეთდათ. კორონავირუსზე ყველა ტესტი უარყოფითია. მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ შემდგომი დაკვირვებისთვის, რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.