საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 8 ადამიანი განიკურნა, მათგან 5-მა კლინიკა უკვე დატოვა. ინფექციურ საავადყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით 5 უკვე გაწერილია, სამი პაციენტი კი დღის განმავლობაში დატოვებს საავადმყოფოს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან 4 პრობლემურია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებებიც აქვთ, თუმცა მიუხედავად სირთულეებისა ისინი მკურნალობას ექვემდებარებიან.