ინფექციური საავადმყოფო დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება - Palitra News

ინფექციური საავადმყოფო დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება

2020-03-26 12:02:47+04:00

ინფექციური საავადმყოფო დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ პირებს პირველი ტესტით ვირუსი აღარ უფიქსირდებათ, განმეორებით ტესტირებას კი დღეს ჩაუტარებენ.

რაც შეეხებათ კლინიკაში მოთავსებულ სხვა პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა შორისაც 1 ახალი პაციენტია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებული 2 პირიდან ერთის ისტორია საფრანგეთში, მეორის კი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 252 პირი გადის.