კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47. სამეგრელო-ზემო სვანეთიში-6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში-26, გურიაში კი 2 პირის ინფიცირება მოხდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო. მისი თქმით ჯანდაცვის სისტემა პრობლემასთან გამკლავებას შეძლებს.