ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა - Palitra News

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა

2020-03-26 11:01:49+04:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარებას განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება.