ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ ცენტრში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 6 ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაშია. როგორც მან ჟურნალსტებს განუცხადა, 3 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
ამასთან, მარინა ენდელაძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული ერთი თვის ბავშვიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.მარინა ენდელაძემ ეპიდვითარებაც შეაფასა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.