ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დღეს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება.
ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბერიძის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია თუმცა პაციენტი დაავადების მიუხედავად მხნედ არის, განაგრძობს მკურნალობას.
შეგახსენებთ თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა გუშინ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ცერცვაძეს ორმხრივი კოვიდ პნევმონია აღენიშნება.
რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.