ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ახალი კორონავირუსის გამო მძიმე იყო, გაუმჯობესებისკენ მიდის. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისი მდგომარეობა საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის აღარ არის.
რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებს, რომ საქართველოში ერთი პირი კორონავირუსისგან განიკურნა, ცერცვაძე ამბობს, რომ "ორგანიზაციამ იჩქარა ამ მონაცემის გამოქვეყნება", თუმცა, დასძინა, რომ "ამით არაფერი შეცვლილა და არაფერი დაშავდება".
"დღეს თუ არა ხვალ იქნება უარყოფითი პასუხი", - განაცხადა ცერცვაძემ