ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი რჩება, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ - Palitra News

ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი რჩება, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ

2020-03-04 12:03:10+04:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 24 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ. რაც შეეხება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 პირს, ეზუგბაიას განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, ისინი მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან და ინტენსიური დაკვირვების პროცესში იმყოფებიან.