ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებში 4,000 ათასი სამედიცინო მუშაკი გადამზადდება. მათგან 3,000 მედიკოსი COVID-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი კლინიკების თანამშრომელია, ხოლო 1,000 - მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 150,000 აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მათივე ცნობით, UNDP-ისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შექმნის ონლაინ სწავლების პლატფორმას ექიმების, ექთნებისა და ადმინისტრაციული სამედიცინო პერსონალის გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის.