ინფექცია, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა - "ღორის გრიპით" ფოთში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - Palitra News

ინფექცია, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა - "ღორის გრიპით" ფოთში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

2019-01-07 15:12:33+04:00

ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა.

ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს. საქართველოში ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.