გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. გრიპის სეზონური ეპიდემია ყოველწლიურად 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას იწვევს მსოფლიოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებამ, ამ ახალ დაავდებასთან არსებული ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა სამართლიანობისტვის უნდა ითქვას, რომ ბოლო ოცწლეულში ჩვენი პლანეტის მოსახლეობას ინფექციური დაავადებების მთელ რიგ ეპიდემიასა თუ პანდემიასთან მოუწია გამკლავება.