კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. ინდოელი რეჟისორები რომანტიკულ კომედიას "ჰინდი მედიუმს" იღებენ. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებული პაკისტანელი მსახიობი საბა ქამარი და ბოლივუდის წამყვანი მსახიობი ირფან ხანი. ფილმის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული, თუმცა ინდოელმა რეჟისორებმა შარადა კარკიმ და დინეშ ვიჯანმა სწორედ თბილისის სხვადასხვა ლოკაცია შეარჩიეს ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცეკვის სცენის გადასაღებად, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ინდოელი ქორეოგრაფი აჰმედ ხანი მოიწვეს.