ინდონეზიის პრეზიდენტს ქვეყნის დედაქალაქის შეცვლა სურს. ჯოკო ვიდოდომ პარლამენტს მიმართა თხოვნით ხელი მოაწერონ გეგმას, რომელიც დედაქალაქის ჯაკარტადან კუნძულ ბორნეოზე გადატანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ჯაკარტა წყალში სწრაფად იძირება, ამ მხრივ იგი მსოფლიოში მოწინავე ქალაქია. 2050 წლისთვის ქალაქის მესამედის წყლის ქვეშ მოქცევას ვარაუდობენ. ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტი მოსალხოებას ჰპირდება რომ იგი დედაქალაქს სხვაგან გადაიტანს. საუბარია კუნძულ ბორნეოზე, იგივე კალიმანტანზე, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე კუნძულია, და რომელსაც ინდონეზია მალაიზიასა და ბრუნეისთან ერთად იყოფს. თუმცა, ინდონეზიის პრეზიდენტი არ ასახელებს კუნძულის კონკრეტულად რომელ ქალაქში უნდა გადავიდეს ქვეყნის დედაქალაქი.