09:52
16 იანვარი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ინდონეზიის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში პირველმა გაიკეთა
13-01-2021

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო პირველი პირი გახდა ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იანვრის განმავლობაში 6 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. ინდონეზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეს დაიწყო.

ქვეყანამ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ისგან ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. მათ ასევე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული AstraZeneca-სა და Novavax-თან ვაქცინების 100 მილიონი დოზის შეძენასთან დაკავშირებით.

ინდონეზიის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა ორგანომ Sinovac-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენების მიზნით ორშაბათს დაამტკიცა.

ცნობისათვის, ინდონეზიაში კორონავირუსის 846 765 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 24 645 ადამიანი ემსხვერპლა.

AutoPlay
ნიდერლანდების მთავრობა ბავშვთა დახმარებების სკანდალის გამო გადადგა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
რუსეთმა "ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე - COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მონაცემებით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკავონ ახალ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა პარტიისთვის გამოწვევაა და ირაკლი კობახიძე მის გადალახვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - მდინარაძე
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები