„დიდი ოცეულის ქვეყნების“ თავმჯდომარე, ინდონეზიის პრეზიდენტი, კიევს ეწვია. მას უკრაინაში ჩასვლისას ქვეყნის ოფიციალური პირები დახვდნენ. მოგზაურობის დაწყების წინ ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სამშვიდობო მისიას იწყებს. ამასთან, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მოუწოდებს, რომ დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კი მიმართავს, რომ შეწყვიტოს ომი, რათა გლობალური სასურსათო კრიზისი შეჩერდეს.