ინდონეზიელმა გამომგონებელმა პლასტმასის შეფუთვების ალტერნატივა შექმნა. მან პლასტმასის შემცვლელად წყალმცენარეები გამოიყენა. როგორც ცნობილია, საკვების შეფუთვები, რომელსაც პლასტმასისგან ამზადებენ, ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენების მესამედს შეადგენს. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით პლასტმასის პატარა შეფუთვები გამოიყენება. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ 25 წლის მამაკაცმა, დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც, მცირე ზომის პაკეტებს ის პლასტმასის ნაცვლად წყალმცენარეებისგან ამზადებს, რომელიც ბუნებაში მოხვედრისას მალევე იხრწნება.მსგავსი ტექნოლოგიით ინდონეზიელმა ახალგაზრდამ დაამზადა საპნის, საკვებისა და სხვა სახის პროდუქციის შესაფუთები. ყველაზე მთავარია რომ წყალმცენარეებისგან შექმნილი პაკეტები იჭმევა კიდეც. ამიტომაც თუ ვთქვათ ჰამბურგერს იყიდით მსგავსი შეფუთვით, შეგიძლიათ იგი გაუხსნელად შეჭამოთ. გარემოსდამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოგონება იქნება კარგი გამოსავალი გარემოში პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად.