ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვევა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ვულკანის კრატერიდანამოფრქვეულმა ფერფლის უზარმაზარმა მასამ ახლომდებარე სოფლებამდე მიაღწია. მთა სემერუს მახლობლად მცხოვრები მოქალაქეებმა დასახლებული პუნქტები დატოვეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები და დაღუპულები.