ინდონეზიაში საყოველთაო არჩევნები იმართება. ამომრჩეველი ერთდროულად ირჩევს პრეზიდენტს, ვიცეპრეზიდენტს და ასამბლეის წევრებს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 190 მილიონ ადამიანს აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ეს ყველაზე მასშტაბური არჩევნებია. პრეზიდენტის პოსტზე ერთმანეთის კონკურენტებს მოქმედი პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ყოფილი ლეიტენანტი პრაბოვო სუბიანტო წარმოადგენენ. წინასაარჩენო გამოკითხვებით ვიდოდო ლიდერობს. საარჩევნო უბნები თბილისის დროით საღამოს 10 საათზე დაიხურება, წინასწარი შედეგები კი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.