ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 46 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს. ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქ მამუჯუშია. მამუჯუსა და მეზობელ მაჯენეს რაონში დაინგრა და დაზიანდა სახლები, გზები, ხიდები, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები. 15 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილისთვის შეეფარებინა თავი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.