ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. აშშ -ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა, მისი ეპიცენტრი კი ბალის საპორტო ქალაქ სინგარაჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით 62 კილომეტრში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრას ძლიერი, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგიც მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრამ ბევრი სამთავრობო და საცხოვრებელი შენობა დაანგრია ან დააზიანა. კუნძულის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ინფორმაციით, ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება. კუნძული ბალი, სადაც დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც კოორნავირუსის პანდემიის გამო 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცხოელი ვიზიტორებისთვის ჩაკეტილი იყო, რამდენიმე დღის წინ ხელახლა გაიხსნა.