ინდონეზიაში 6, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 24 ადამიანი ემსვერპლა, დაშავებულია ათობით მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ეპიცენტრი აჩეჰის პროვინციაში იყო. ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლისა და დაშავებულების რიცხვი გაიზდება.