ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს. ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები დაიწყება, ქართული მხარის მნიშვნელოვანი ინტერესი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემცირება და განულება იქნება. ამასთან, როგორც არველაძემ აღნიშნა, შეღავათები იქნება სამრეწველო პროდუქციაზეც, რომელზეც ინდოეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მილიარდ 300 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება.