ინდოეთის ჩრდილო აღმოსავლეთში, ასამის შტატში დატბორვის ზონაში უკვე 5,7 მილიონი ადამიანი ხვდება. ამ რეგიონში კვირაზე მეტია ძლიერი წვიმაა. 4600 სოფელი მთლიანად დატბორილია. 151 ათასი ადამიანი დროებით საცხოვრებლებშია ევაკუირებული. შტატის 11 მდინარე, მათ შორის ინდოეთში ერთ-ერთი უდიდესი - ბრახმაპუტრა ნაპირებიდან არის გადმოსული. სტიქიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ხალხის ევაკუაციას საგანგებო სამსახურის 15 ქვედანაყოფი ცდილობს. მათ ეხმარებიან არმიის ნაწილები, მათ შორის სამხედრო ავიაცია. სამაშველო ოპერაციები გართულებულია გზების დატბორვის და ხიდების დაზიანების გამო.